Saturday, May 7, 2011

მძლეოსნობა–სიგრძეზე ხტომა

1.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით:  მძლეოსნობის განვითარება სკოლებში.

2.პროექტის აქტუალობა: სპორტი ქვეყნის სოციალური პოლიტიკის  მნიშვნელოვანი სფეროა. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სპორტი წარმოადგეს ეფექტურ საშუალებას მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცების, თითოეული მოქალაქის სრულფასოვან პიროვნებად ფორმირებისა და პატრიოტული გრძნობების გაძლიერების თვალსაზრისით. ამასთან ერთად სპორტი მავნე  ჩვევების აღმოფხვრის ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. ასევე შემაშფოთებელია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუარესება. მათ დიდ ნაწილში აღინიშნება ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის დარღვევები.


3. პროექტის მიზნები:     სპორტმა დღეს საზოგადოების ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა და თავისი მრავალმხრივი მნიშვნელობით საზოგადოებრივ მოვლენად იქცა.
მძლეოსნობა სპორტის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ვარჯიშებს სიარულში, რბენებში, ხტომებსა და ტყორცნებში, რომლის ძირითადი მიზანია მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარება, ფიზიკური სრულყოფა, მოსწავლის ჩამოყალიბება ჯანმრთელ, გამბედავ, ღონიერ და გამძლე პიროვნებად. ასევე შეძლებისამებრ, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა.


4. მოსწავლეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 8–9 კლასის მოსწავლეები.

5. ვადები, ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა ერთი თვე.

6. მოსალოდნელი შედეგები:     ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელების  შემთხვევაში, სპორტის გაკვეთილები მძლეოსნობაში გახდება ეფექტიანი, საინტერესო, მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულნი და ჩართულნი სპორტულ აქტივობებში. ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სფეროში  სპორტული მოძრაობის საწყისი რგოლის–სპორტული სექციების და კლუბების ჩამოყალიბება, გააქტიურებას. ასევე საშუალებას  მოგვცემს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა შიდა სასკოლო თუ რაიონულ სპორტულ შეჯიბრებებში. ასევე გამოვლინდებიან განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეები და მოხდება მათი დროული ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში.


7.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
1.ფოტოაპარატი.
2.პროექტორი.
3. კომპიუტერი.
4. სიგრძის საზომი.

8.  პროექტის მსვლელობა:  (ძირითადი აქტივობები)   თემის შერჩევის  შემდეგ, ჩამოვაყალიბე  საპროექტო  ჯგუფი, რომელთაც  გავაცანი პროექტის  ძირითადი  მიზნები. რადგანაც  სკოლის  ტერიტორიაზე  არ  ხერხდება  სიგრძეზე  სახტომი  ორმოს  მოწყობა, ჯგუფთან ერთად  გადავწყვიტეთ  სკოლასთან  ახლოს  მდებარე  სტადიონთან  შეგვერჩია     შესაფერისი  ადგილი.  პროექტის  ჯგუფი  შეხვდა  პედაგოგებს  და  სკოლის დირექციას, გაესაუბრნენ  მშობლებს, შევხვდით ადგილობრივი  თემის  ხელმძღვანელს  და  მოხდა  მათი  აზრის  გათვალისწინება.  ამის შემდეგ  მოსწავლეებთან  ერთად  წავედით  სოფლის  სტადიონზე და  მოვინახულეთ  ადგილი  სადაც  ჩვენი  პროექტი  უნდა  განხორციელდეს.

9. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი:   ფ.ა.VII-IX. 1.3.  მოსწავლე  აცნობიერებს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას  და  ფლობს  კრიტიკული  სიტუაციიდან გამოსვლის  საშუალებებს.
შედეგი  თვალსაჩინოა,  როცა  მოსწავლე:
არ  იბნევა  კრიტიკულ  სიტუაციაში  და  პოულობს  ოპტიმალურ  გზას პრობლემის  გადასაწყვეტად;
შეუძლია  პირველადი  სასწრაფო  დახმარების  აღმოჩენა.



10.პროექტის  ხელმძღანელი (მასწავლებელი):  თამარ  გოგალაძე

11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  tamargogaladze@gmail.com

12. პროექტის ვებ–გვერდი:  tamargogaladze.blogspot.com